Logo

ანა ნაცვლიშვილი – ოთხმა ადამიანმა ჩაიდინა მხოლოდ ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ? რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს მხოლოდ ოთხი ორდერი არ გამოეცა

პოლიტიკა
979
Frontnews image description

“დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში და გამიკვირდა, რომ ამაზე არ გისაუბრიათ. ჰააგის სასამართლომ დაასრულა გამოძიება და თქვა, რომ საქართველოს მხარეს არ ჩაუდენია დანაშაული.  მე მინდა მივულოცო ყველას, ვისაც გაუხადა. საერთოდ რომ არ საუბრობთ ამაზე და გამოსვლის ბოლოს ახსენეთ მხოლოდ ჰააგაში და სტრასბურგში მიმდინარე საქმეები, ეს თქვენს პრიორიტეტებზე კარგად არ მეტყველებს“,-ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს.

 

ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის მინისტრს მიმართა, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას თუ რას აკეთებს უწყება ჰააგის სასამართლოში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. 

 

“არის ერთი ძალიან სერიოზული საკითხი, რაზეც თქვენ უნდა გასცეთ პასუხი. რატომ დავიდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მხოლოდ ოთხ ორდერზე. ოთხმა ადამიანმა ჩაიდინა მხოლოდ ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ?  თქვენ უნდა  ჩააბაროთ ანგარიში მოსახლეობას თქვენმა უწყებამ რა გააკეთა იმისთვის, რომ ჰააგაში ჩვენი ქვეყნის ინტერსები ყოფილიყო დაცული. ჩააბარეთ ანგარიში, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს მხოლოდ ოთხი ორდერი არ გამოეცა და დაცული ყოფილიყო ჩვენი ინტერესები იქ. რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოსთან არსებული დაზარალებულების უფლებების ფონდი მოტრიალდეს და საქართველოს ომით დაზარალებულებს მიანიჭოს მატერიალური და სხვა ტიპის დახმარება, რისი უფლებაც ომით დაზარალებულებს აქვთ“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები