ანა ნაცვლიშვილი – “ქართული ოცნება“ მისი უკიდურესად არადემოკრატიული ნაბიჯებით თავად აქცევს საქართველოს და ქართველ ხალხს სანქციების ქვეშ

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება“ მისი უკიდურესად არადემოკრატიული ნაბიჯებით თავად აქცევს საქართველოს და ქართველ ხალხს სანქციების ქვეშ, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც USAID-ის დასკვნას გამოეხმაურა, რომელიც კორუმპირებული საქართველოს ხელისუფლებისათვის საგარეო დახმარების შეჩერების რეკომენდაციას გასცემს.
დეპუტატის თქმით, სანქციების საკითხი უკვე შეუქვცევადი პროცესია, რაც ქართული ოცნების მმართველობის შედეგია.
“ეს თემა უკვე არის დღის წესრიგში და ეს არის შემდგარი და შეუქცევადი ფაქტი. რომელი წრის მიმართ იქნება სანქციები გამოყენებული, ეს უბრალოდ დროის ამბავია.
რაც შეეხება ქვეყნისთვის საგარეო დახმარების გაყინვას, ეს რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთობელი ტენდენციაა. გასულ წელს საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ 75 მილიონი ევროს დახმარება ევროკავშირისგან, სწორედ სასამართლო რეფორმის არგატარების გამო. “ქართული ოცნება“ მისი უკიდურესად არადემოკრატიული ნაბიჯებით თავად აქცევს საქართველოს და ქართველ ხალხს სანქციების ქვეშ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
USAID- ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ დასკვნაში, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებაზე დაყრდნობით არის მომზადებული, საქართველოში არსებულ კორუფციასა და მის მიზეზებზეა საუბარი, ერთ-ერთი რეკომენდაციის სახით კი ქვეყნისათვის საგარეო დახმარების შეჩერებაა დასახელებული.
თაგები:
ანა ნაცვლიშვილი




