ანა ფოტიგა – ჩემს გონებაში მაინც ჩნდება აზრი, რომ ასე ხდება, რადგან ის პუტინს ძალიან სძულს

ავტორი
Front News საქართველო
ვიცი, რომ შიმშილობს, ჩვენ ამის გამო შეშფოთებულები ვართ. ჩვენ, მისი მეგობრები ევროპარლამენტში და ჩვენ ბევრნი ვართ, შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ ვებინარზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
“ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა სრულყოფილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მე იქ ვიყავი და ვაკვირდებოდი 2012 წლის არჩევნებს. მე მოვუსმინე მის განცხადებას, რომელიც ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე გაკეთდა – მან აღიარა ოპონენტების გამარჯვება დ განსაკუთრებით მშვიდობიანად მოიქცა. და რა მოხდა შემდეგ? ის გარიყულად იქცა და კანონს მიღმა დარჩა. მას სასჯელი ფაქტობრივად სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს.
მას ყველა უფლება ჰქონდა, თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო. მე იმედი მაქვს ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესების. ვიცი, რომ შიმშილობს. ჩვენ ამის გამო შეშფოთებულები ვართ. ჩვენ, მისი მეგობრები ევროპარლამენტში და ჩვენ ბევრნი ვართ – შეშფოთებულები ვართ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართოს ქვეყანას. ჩვენი როლი არ არის ამის განსაზღვრა.
ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არ არის სწორი. ჩემს გონებაში მაინც ჩნდება აზრი, რომ ასე ხდება, რადგან ის პუტინს ძალიან სძულს.
გთხოვთ, იპოვეთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია, არა ჩვენი, ჩვენ შუამდგომლობა, ფასილიტაცია შეგვიძლია”, – განაცხადა ანა ფოტიგამ.





