
ავტორი
Front News საქართველო
მე ორჯერ მივმართე თხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილი მომენახულებინა ციხეში ყოფნის დროს და უარი მივიღე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.
მან ევროპარლამენტარებს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი წარუდგინა.
ანა ფოტიგას თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა ევროპარლამენტარების მიმართ მძიმეა.
“უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ორ სხვა ქვეყანასთან შედარებით საქართველოს შემთხვევაში, სიტუაცია უფრო შორეულად გვესახება. ევროკავშირთან მიერთების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გახდება ჩვენი პარლამენტის ნაწილი. ჩვენ იმედი გვაქვს და მხარს ვუჭერთ საქართველოს ჯერ კიდევ, თუმცა მთავრობის რიტორიკა სამწუხაროდ, ევროპარლამენტისა და ევროპარლამენტარების მიმართ საკმაოდ რთულია.
მე ორჯერ მივმართე თხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილი მომენახულებინა ციხეში ყოფნის დროს და უარი მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა მომეცა სხვა პატიმრების შემთხვევაში…
ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის წევრებისთვის, ევროკავშირის ლიდერებისთვის, რომ საშუალება ჰქონდეთ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი და ჩვენება მისცენ მის შემთხვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.
თაგები:
ანა ფოტიგა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს