Logo

ანა ფოტიგა – ევროპის პარლამენტში ჩვენ შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას და ჩვენ ინფორმაციას ექნება განსაკუთრებული ღირებულება

პოლიტიკა
1177
Frontnews image description

ყველას გააჩნია უფლება იცხოვროს საკუთარ ქვეყნაში და როდესაც იგი ჩამოვიდა საქართველოში და მზად იყო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, უნდა ყოფილიყო სამართლიანი სასამართლო და უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა სასამართლოზე ყოფილიყო წარმოდგენილი. მაშფოთებს მისი დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობა იმ დროს, როდესაც იგი საქართველოში იმყოფება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

“ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა საპყრობილეში. შეშფოთებული ვართ შიმშილობის ამ ხანგრძლივობით და მძიმე შედეგით, რომელიც შეიძლება დადგეს. შევიტანე განცხადება იუსტიციის სამინისტროში სააკაშვილთან ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა მივიღე უარი, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია.  

 

მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში არსებობს მრავალი განცხადება, ახლობლები ემოციურად საუბრობენ, მეორე მხარესაც, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრობაზე, გააჩნია ინტერესი, იმაში რომ ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

 

ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარის მხარდაჭერა, მაგრამ მაქვს სურვილი ზუსტი ინფორმაცია მივაწოდო ყველას. დარწმუნებული ვარ, რომ არავინაა იდეალური, სააკაშვილის მმართველობა იყო მძიმე, თუმცა მისმა პრეზიდენტობამ და ბევრმა ცვლილებამ საქართველო მაღალ დონეზე დააყენა საერთაშორისო სცენაზე, როგორც საინვესტიციო თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო მოთამაშეების თვალსაზრისით. ამ სიტუაციას ძალზედ სენსიტიურად მივიჩნევ. მინდოდა, რომ სააკაშვილს დაესრულებინა შიმშილობა, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე.

 

ევროპის პარლამენტში, სადაც მე ვმუშაობ, ჩვენ შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას და ნამდვილად, ჩემ ინფორმაციას, ასევე ლიეტუელი პარლამენტარების ინფორმაციას, რომლებსაც ასევე უარი ეთქვათ, ექნება განსაკუთრებული ღირებულება”,- განაცხადა ანა ფოტიგამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები