
ავტორი
Front News საქართველო
ახლა სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მის გათავისუფლებას ემხრობა და ვფიქრობ, უნდა მოვახდინოთ უფრო დიდი ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.
“ძალიან ვაფასებ მიხეილ სააკაშვილს. მან საკუთარი ქვეყანა აიყვანა განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე, რაც გულისხმობდა მოდერნიზებას. როდესაც ასეთ რამეს აკეთებ, უბრალოდ შეუძლებელია, არ დაუშვა შეცდომები. ასე ხდება, როდესაც შემოგაქვს ექსპერიმენტული ზომები. ყველას, ვისაც გვსურდა კომუნისტური სისტემიდან დემოკრატიაზე გადასვლა, გვქონდა რთული საქმე. კრიტიკა მარტივია, ბრალდებები მის წინააღმდეგ, ჩემი აზრით, არის ძალიან სუსტი.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ სააკაშვილი დაესწრო კაჩინსკის გასვენებას. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ბევრი ლიდერის მონაწილეობით. მას ედავებიან, რომ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას, როდესაც იყიდა სამგლოვიარო ყვავილები.
ის, რაც მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, დააფასო ადამიანები, რომლებმაც ამდენი გააკეთეს ქვეყნის განვითარებისთვის.
ისე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნებისთვის” განსაკუთრებული პატიმარია. ახლა სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მის გათავისუფლებას ემხრობა და ვფიქრობ, უნდა მოვახდინოთ უფრო დიდი ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ”, – განაცხადა ფოტიგამ.
თაგები:
ანა ფოტიგა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს