
ავტორი
Front News საქართველო
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოთხოვნა იქნება გაწერილი რეზოლუციაში რომელსაც ევროპარლამენტი 14 დეკემბერს მიიღებს.
“მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა ჰუმანიტარული გზით. მივმართავთ მთავრობას გაათავისუფლონ პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე. ეს იქნება გაწერილი რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს”, – განაცხადა ანა ფოტიგამ.
აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული.
თაგები:
ანა ფოტიგა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს