Logo

ანა ფოტიგა – საქართველოს შემოტანილი აქვს განაცხადი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად და თუ საჭიროა ხანდახან ვაკრიტიკებთ კიდეც

პოლიტიკა
19.05.2022 / 23:54
Frontnews image description

საქართველოს შემოტანილი აქვს განაცხადი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად და თუ საჭიროა ხანდახან ვაკრიტიკებთ კიდეც მას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების  კრიტიკას   გამოეხმაურა. 

 

ევროპარლამენტარის  თქმით, მათი მოვალეობაა მონიტორინგი აწარმოონ მიმდინარე პროცესებზე და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, რის გამოც ხშირად თავადაც ხდებიან კრიტიკის ობიექტი.   

 

“მინდა შევახსენო მათ, ვინც აკრიტიკებს ჩვენი პარლამენტის წევრებს, საქართველოს შემოტანილი აქვს განაცხადი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად. თუ საჭიროა ვაკრიტიკებთ კიდევ ხანდახან. ამაში მეც შევდივარ. ხანდახან მადანაშაულებენ, რომ მე ვარ რომელიმე პარტიის წევრი, ხან ულტრამემარცხენეობას მაბრალებენ, ხან ულტრამემარჯვენეობასაც“, – განაცხადა ანა ფოტიგამ. 

 

მისი თქმით, კარგად იცნობს საქართველოს და ასევე ნიკა გვარამიას საქმე.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა უნებურად აღიარა, რომ ნიკა გვარამიას საქმეში პოლიტიკური შემადგენელია. 

 

“მე ნამყოფი ვარ საქართველოში არა მარტო თბილისში, არამედ მის რეგიონებში. რა თქმა უნდა,  მე ძალიან მაწუხებს ნიკა გვარამიას დაკავების საკითხი. 2014 წლიდან, როდესაც მე გავხვდი ევროპარლამენტარი, ჩვენი მონიტორინგს ვახორიელებდით „რუსთავი 2“-ის საქმეზე, უკვე დიდი ხანია ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ ამაზე. ვიცით, რა განცხადებებით გააკეთეს სახალხო დამცველმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. 

 

პარადოქსულია, რა განცხადებაც გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც აღიარა,  რომ პოლიტიკური კონტექსტი არსებობდა ამ საქმეში. ჩვენი განცხადებები ეფუძნება ძალიან ხანგრძლივ მონიტორინგის შედეგებს, ვცდილობთ ძალიან ობიექტურები ვიყოთ ამ საქმეში და  დავეხმაროთ საქართველოს და  კონკრეტულად საქართველოს ხალხს“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

თაგები:

ანა ფოტიგა
Advertisement