
ავტორი
Front News საქართველო
ამ ამნისტიის პროექტს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ამ პატიმრების და მათი ოჯახის ხმები გამოიყენონ საარჩევნოდ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვერანაირი მცდელობა “ოცნებას” ვერ უშველის და არჩევნებში მაინც დამარცხდება.
“ამ ამნისტიის პროექტს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ამ პატიმრების და მათი ოჯახის ხმები გამოიყენონ საარჩევნოდ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ამიტომაც მცდელობა როგორიც არ უნდა იყოს “ქართული ოცნების”, იქნება ეს ამნისტია თუ სხვა, ეს არ უშველის “ქართულ ოცნებას”, ის ოქტომბერში პირწმინდად დამარცხდება და დამარცხდება კოალიციური მთავრობის სასარგებლოდ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მმართველი გუნდი “ამნისტიის კანონს” საბოლოოდ, სამივე მოსმენით სექტემბერში მიიღებს.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს