ანა წითლიძე – არ გვქონია მაშინ განცდა, რომ რეჟიმი რამე დათმობაზე წავიდოდა, ამას ამბობს მზია ამაღლობელიც


ავტორი
Front News საქართველო
მე გამოვლილი მაქვს შიმშილობა და ვიცი, რაც არის. არც მე და არცერთ იმ ადამიანს, რომლებმაც ვიშიმშილეთ მაშინ, არ გვქონია განცდა, რომ რეჟიმი რამე დათმობაზე წავიდოდა, ამას ამბობს თვითონ მზია ამაღლობელიც, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეჟიმმა ამ ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ადამიანები ჩასვა ციხეში.
“ციხეში არიან ადამიანები, რომლებსაც გაუსწორდა რეჟიმი. ყველაზე დიდი სიმძიმე ის არის, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ამ ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ჯგუფი ადამიანების, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ინტელექტუალური რესურსი რეჟიმმა მხოლოდ იმიტომ ჩასვა ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ამ ყველაფერს, არის შიმშილობის მართლაც ძალიან მძიმე ფაქტი. მე გამოვლილი მაქვს შიმშილობა და ვიცი, რაც არის, ძალიან ნაცნობია ეს განცდა. არც მე და არცერთ იმ ადამიანს, რომლებმაც ვიშიმშილეთ მაშინ, არ გვქონია განცდა, რომ რეჟიმი რამე დათმობაზე წავიდოდა, ამას ამბობს თვითონ მზია ამაღლობელიც. როდესაც ასეთ უკიდურეს მდგომარეობამდე მიდიხარ და ბროლის ყველაზე მძიმე ფორმას ირჩევ, ეს არ არის პროტესტის მხოლოდ უკიდურესი ფორმა, რომელმაც ზიანი შეიძლება არ გამოიწვიოს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პატიმარი შიმშილობს.
თაგები:
ანა წითლიძე