ანა წითლიძე – არ შეიძლება ვცხოვრობდეთ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილის გამო სწავლაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებენ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არ შეიძლება ვცხოვრობდეთ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილის გამო სწავლაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებენ. ჩვენ არ შეიძლება ვცხოვრობდეთ საქართველოში, სადაც დედები ემიგრაციაში მიდიან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, თუ როგორ უნდა დაინერგოს უფასო კვების პროგრამა სკოლებში.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, თუ როგორ უნდა დაინერგოს უფასო კვების პროგრამა სკოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ის გამოცდილება, რაც ჩვენ წალენჯიხაში გვაქვს, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა საჯარო სკოლაში სწრაფად მოხდეს უფასო კვების პროგრამის დანერგვა.
ჩვენ არ შეიძლება ვცხოვრობდეთ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილის გამო სწავლაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებენ. ჩვენ არ შეიძლება ვცხოვრობდეთ საქართველოში, სადაც დედები ემიგრაციაში მიდიან მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები უზრუნველყონ და არ შეიძლება ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც გაუსაძლისი პირობებია. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ბავშვების შიმშილი ამ ქვეყანაში და უფასო კვების პროგრამა დავნერგოთ ყველა საჯარო სკოლაში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს