
ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ დაუშინეს სპრეი და გამოიყენეს ძალა, რომ მამუკა მდინარაძე და სხვები პარლამენტიდან გასულიყვნენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა წიწაკის სპრეი შეასხა.
“ბიძინა, გგონია, ამით შეგვაშინებ?! ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ დაუშინეს სპრეი და გამოიყენეს ძალა, რომ მამუკა მდინარაძე და სხვები პარლამენტიდან გასულიყვნენ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა, სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
საპროტესტო აქცია ამ დროისთვის პარლამენტის წინ გრძელდება.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს