Logo

ანა წითლიძე – ბიძინა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის სანქციები არის და იქნება ძალიან დიდი პრობლემა

პოლიტიკა
31.01.2025 / 16:59
Frontnews image description

ბიძინა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის სანქციები არის და იქნება ძალიან დიდი პრობლემა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანულ პოლიტიკურ წრეებში ძალიან აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

“ბრიტანეთი არის ის, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ბიძინა ივანიშვილის ქონების და ბიძინა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის სანქციები არის და იქნება ძალიან დიდი პრობლემა.

ბრიტანულ პოლიტიკურ წრეებში ძალიან აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, არჩევნების წართმევა, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, წამებაა და  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბრიტანეთისთვის, როგორც დემოკრატიული ფასეულობების ქვეყნისთვის, დემოკრატიული უკუსვლა არის საქართველოში და საქართველოს ვექტორის შემობრუნება დასავლეთიდან რუსეთისკენ ეს არის ის მთავარი ფაქტორები და პრობლემები, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები