
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვითხოვთ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და საოლქოში ჩვენი წარმომადგენლების დაკითხვას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამოირჩეოდა ტოტალური ფარულობის დარღვევის პრინციპით, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმისა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ტოტალურად დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი.
“ჩვენი სარჩელები ეხება საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს. ჩვენ ვითხოვთ ამ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და ვითხოვთ საოლქოში ჩვენი წარმომადგენლების დაკითხვას 26 ოქტომბრის არჩევნები რომ არ იყო თავისუფალი, რომ არ იყო სამართლიანი და განსაკუთრებით არჩევნების დღეს გამოირჩეოდა ტოტალური ფარულობის დარღვევის პრინციპით, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმისა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ტოტალურად დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, ჩვენ ვასაჩივრებთ შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც წარმოდგენილია საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ. ჩვენ ასევე დღეს ვითხოვთ მოწმის სახით სასამართლოზე დაუშვან ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ მტკიცებულებებზე, რომლებიც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს დასტურად, რომ არჩევნების დღე მიმდინარეობდა ტოტალური დარღვევებით”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს