
ავტორი
Front News საქართველო
გაეროს ექსპერტების ეს დასკვნაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატია საქართველოში არ არსებობს.
“გაეროს ექსპერტების ეს დასკვნაც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც წამების კომიტეტის წევრები აკეთებენ ამას, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა წამებას და რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებას უნდა იძიებდეს, რეალურად, არ აკეთებს არაფერს და მთლიანადაა დაქვემდებარებული ოლიგარქიულ სისტემას. ეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატია ამ ქვეყანაში არ არსებობს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
გაეროს 6-მა ექსპერტმა, მათ შორის, წამების საკითხებზე სპეციალურმა მომხსენებელმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოუწოდეს, მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს