
ავტორი
Front News საქართველო
სადაც დასჭირდებათ, იქ დიტო სამხარაძე იქნება “ტიტუშკა”, მამუკა მდინარაძე იქნება და სადაც დასჭირდებათ, ამას გააკეთებს ირაკლი კობახიძე. ეს არის ამათი სტილი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც მეტადონის პროგრამაზე არიან, იყენებენ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ მივიდნენ და ერთი დოზა წამლის გამო თავს დაესხნენ მოქალაქეებს.
“ცალკე აღებული “ტიტუშკა” და ცალკე აღებული პარლამენტი არ არსებობს, ესენი ყველანი “ტიტუშკები” არიან. დიტო სამხარაძე ჩვეულებრივი “ტიტუშკაა”. “ტიტუშკა” რომ იყო მაგიტომ მოხვდა პარლამენტის წევრად და სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ, რომ თავს დასხმოდათ, თორემ თავისი განათლების და მიღწევების გამო არ გამხდარა დიტო სამხარაძე. ეს არის ჰარმონიზებული რგოლი, რომელიც ყველა ერთნაირად მუშაობს. გუშინ დოლიძეზე გაფიცულებს “ტიტუშკები” დაახვედრეს. ბევრ მათგანს ვიცნობ კიდეც, ადამიანები არიან, რომლებიც მეტადონის პროგრამაზე არიან და იყენებენ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ მივიდნენ და ერთი დოზა წამლის გამო თავს დაესხნენ. სადაც დასჭირდებათ, იქ დიტო სამხარაძე იქნება “ტიტუშკა”, მამუკა მდინარაძე იქნება და სადაც დასჭირდებათ, ამას გააკეთებს ირაკლი კობახიძე. ეს არის ამათი სტილი”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს