
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, კობახიძის არაადეკვატური განცხადებების გამო, ძალიან ბევრჯერ მოუწევთ ჩვენს დიპლომატიურ მისიებს თავის მართლება, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კობახიძე და „ქართული ოცნების“ გუნდი, იმტერებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც არიან საქართველოს მეგობრები.
“სამწუხაროდ, კობახიძის არაადეკვატური განცხადებების გამო, ძალიან ბევრჯერ მოუწევთ ჩვენს დიპლომატიურ მისიებს თავის მართლება, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. არ არის ეს პირველი და არ იქნება უკანასკნელი, როდესაც კობახიძე და „ქართული ოცნების“ გუნდი, იმტერებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც არიან საქართველოს მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მოლდოვა არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მოლდოვამ საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული დაიბარა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლდოვამ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპულ ინტეგრაციასა და საარჩევნო პროცესის თემას.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს