Logo

ანა წითლიძე – მე მგონია, რომ 31 მარტს ზურაბიშვილი რაღაც კონკრეტულ გეგმას იტყვის

პოლიტიკა
1204
Frontnews image description

მე მგონია, რომ 31 მარტს ზურაბიშვილი რაღაც კონკრეტულ გეგმას იტყვის. იტყვის ახალს, არა სადღეგრძელოს, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ბრძოლა ყველას ჩართულობით, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ კმარა.

“მე იმედი მაქვს, რომ 31 მარტის აქცია იქნება ძალიან დიდი, არ იქნება უკანასკნელი აქცია. მარტო რუსთაველის გადაკეტვა არაა საკმარისი, ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ აქციები გახდეს ფართომასშტაბიანი და ამ აქციებმა დაძლიოს ხელისუფლება.

მე მგონია, რომ 31 მარტს ზურაბიშვილი რაღაც კონკრეტულ გეგმას იტყვის. იტყვის ახალს, არასადღეგრძელოს, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ბრძოლა ყველას ჩართულობით.

კოორდინაციის პრობლემა დგას ოპოზიციურ პარტიებს შორის. როცა დიქტატორულ რეჟიმს ებრძვი შიშველი ხელებით, ეს არის ძალიან მძიმე. საქართველოს რიგითმა მოქალაქემ კონკრეტული ხედვა უნდა დაინახოს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

31 მარტს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები