ანა წითლიძე – მინახავს ყველანაირი არჩევნები, მაგრამ ის განწყობა, რაც ახლა არის, წარმოუდგენელია

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” მთავარი საარჩევნო მანქანა ირთვება 5 დღით ადრე. ამ 5 დღის მანძილზე “ოცნება” ასრულებს არჩევნებს და იცის რა შედეგი აქვს, ეს არის დაშინებით, კანონიერი ქურდების და კრიმინალების ჩართვით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
“ქართული ოცნების” მთავარი საარჩევნო მანქანა ირთვება არჩევნებამდე მაქსიმუმ ორი კვირით ადრე და განსაკუთრებით, 5 დღით ადრე. ამ 5 დღის მანძილზე “ოცნება” ასრულებს არჩევნებს და იცის რა შედეგი აქვს, ეს არის დაშინებით, კანონიერი ქურდების და კრიმინალების ჩართვით, ეს არის სოციალურების მოხსნითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.
12 წელია, მე სამეგრელოში, ზუგდიდში საარჩევნო კამპანიას ვხელმძღვანელობ. მინახავს ყველანაირი არჩევნები, მაგრამ ის განწყობა, რაც ახლა არის, წარმოუდგენელია. ის ადამიანები, რომლებიც ბოლოს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ, დღეს რადიკალურად საპირისპირო პოზიციაზე არიან და უნდათ ცვლილებები და ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვაყალიბოთ კონფიგურაციები, თუმცა ეს ჩემს პარტიას არ ეხება, ჩამოყალიბებულები ვართ და შევდივართ ორგანიზებულად”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე




