Logo

ანა წითლიძე – მისასალმებელი ნაბიჯია “ლელოსგან“, სხვა მოლოდინი არ გვქონდა

პოლიტიკა
723
Frontnews image description

მისასალმებელი ნაბიჯია “ლელოსგან“, სხვა მოლოდინი არ გვქონდა ნამდვილად, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ოპოზიციური ერთობა გამარჯვებული პარტიების, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, არის ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო ბრძოლისთვის.

“მისასალმებელი ნაბიჯია „ლელოსგან“, სხვა მოლოდინი არ გვქონდა ნამდვილად, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ოპოზიციური ერთობა გამარჯვებული პარტიების. ეს ოთხი პარტიაა, ვინც 26 ოქტომბერს გაიმარჯვა არჩევნებში, რომელიც მოიპარა „ქართულმა ოცნებამ“. ამ გამარჯვებული, პროდასავლური პარტიების პოზიცია პარლამენტის არშესვლასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ არ მისცემენ ლეგიტიმაციას პარლამენტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომდევნო ბრძოლებისთვის“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები