Logo

ანა წითლიძე – მნიშვნელოვანი და მთავარი მესიჯი ამ განცხადებაში არის ის, რომ ყველა პროდასავლური პარტია უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნის ირგვლივ

პოლიტიკა
16.06.2023 / 17:23
Frontnews image description

მნიშვნელოვანი და მთავარი მესიჯი ამ განცხადებაში არის ის, რომ ყველა პროდასავლური პარტია მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო მიზნის ირგვლივ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

 

“წარმოუდგენელი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ გაეკეთებინა ის განცხადება, რაც გააკეთა, რადგან მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის ის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც 2008 წელს საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე გადაარჩინა ეს ქვეყანა რუსულ ოკუპაციას.

 

მნიშვნელოვანი და მთავარი მესიჯი ამ განცხადებაში არის ის, რომ ყველა პროდასავლური პარტია მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო მიზნის ირგვლივ, საერთო მიზანი არის რუსული ოცნების მოშორება”, – განაცხადა წითლიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას აპირებს. მესამე პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს “ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ  შორის პირველ რიგში პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები