Logo

ანა წითლიძე – “ქართული კოშმარის” აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა

პოლიტიკა
866
Frontnews image description

“ქართული კოშმარის” აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა და გადამდები იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

“არანაირი აღიარების პოლიტიკა შეერთებული შტატებისგან არ იქნება და ამაზე მეტყველებს ახლა ძალიან კარგად ქართული კოშმარის აქტიც, რომლის ინიციატორია ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს რესპუბლიკელთა პარტიას და კონკრეტულად ტრამპის ძალიან ახლო გუნდს. “ქართული ოცნების” ეს პროპაგანდა, რომ ინაუგურაციის შემდეგ მათ ეშველებოდათ, რეალურად აღმოჩნდა კიდევ ერთი ტყუილი და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-ის მოწოდება სხვა ქვეყნებს, რომ არ აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, რადგან ის მიტაცებული აქვს კონკრეტულ ჯგუფს და არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკის განსაზღვრისთვის ყველა ქვეყნისთვის, რომელიც არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი.

აშშ მხარს არ დაუჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, სცემს და აწამებს ადამიანებს, ციხეში სვამს უკანონოდ ადამიანებს, ძირს უთხრის დემოკრატიას, რომელიც არის პრორუსული და რომელიც არის რეალურად მიდრეკილი იქითკენ, რომ ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა, ამიტომაც ეს პროცესი აშშ-სგან იქნება კიდევ უფრო მძიმე “ქართული ოცნებისთვის” და იქნება გადამდები იმ ქვეყნებისთვის, რომელიც არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ე.წ. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის, ან მის მიერ მართული მთავრობის აღიარებას უკრძალავს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის აღიარებისკენ მოუწოდებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები