Logo

ანა წითლიძე – როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

პოლიტიკა
1199
Frontnews image description

მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ის ახლა ციხეშია, პრორუსული ხელისუფლების წყალობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

 

“მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია. გეოპოლიტიკური შესაძლებლობა რომელიც ჩემს ქვეყანას ახლა აქვს, ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. თაობები შეეწირა ამას.

 

თბილისის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ევროპული მომავლის დასაცავად, რუსული კანონის წინააღმდეგ.

 

2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა – ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების  განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული. “ქართული ოცნების” ლიდერების პროპაგანდა არის ის, რომ ევროპას უნდა ომი და მეორე ფრონტი საქართველოში. ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. კიდევ უფრო მეტი ვიდრე, აქ აღვნიშნავ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები – საქართველოს ევროპული კურსის დასაზიანებლად – ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა წითლიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები