Logo

ანა წითლიძე – საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს რამდენიმე მიზეზი

პოლიტიკა
17.02.2025 / 15:36
Frontnews image description

ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი პრობლემაა ეს აქციები, მას არ ეგონა, რომ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, თუმცა ივანიშვილი აპირებს აქ იყოს, წასასვლელი არსად აქვს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 13 წლის მანძილზე კარგად გააცნობიერეს მოქალაქეებმა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული დავალებების შემსრულებელი.

“მე ასე შევხედავდი ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას დღეს, რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ოპონენტებზე თავდასხმა და საგამოძიებო კომისია – საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს რამდენიმე მიზეზი. 13 წლის მანძილზე კარგად გააცნობიერეს მოქალაქეებმა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული დავალებების შემსრულებელი, შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის შექმნის მთავარი მიზანიც ის არის, რომ რუსების დავალება შეასრულონ. ერთადერთი, ვინც შეიძლება იმით კმაყოფილი იყოს, რაც საქართველოში ხდება, ეს არის პუტინი, იმიტომ, რომ პუტინის სტილია ოპონენტებზე თავდასხმა. ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი პრობლემაა ეს აქციები, მას არ ეგონა, რომ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, თუმცა ივანიშვილი აპირებს აქ იყოს, წასასვლელი არსად აქვს. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის ის, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ამ ქვეყანაში ძალაუფლება და გადმოიტანოს ყველაფერი, რაც აქვს. ეშინია, მაგრამ ის მაინც ნახულობს დასაყრდენს ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები