
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას განმარტავს.
“საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის შემდეგი, თავს ვალდებულად ვთვლი განვმარტო.
იმ გადაწყვეტილების შემდეგ რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ სასამართლომ მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავაგრძელოთ ან საპარლამენტო ან საკრებულოებში მუშაობა.
ამიტომ მე მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის თბილისის საკრებულოდან გამოსვლის.
ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც პარლამენტის მანდატიის დატოვებას ემხრობა, საკრებულოებიდან გამოსვლას არა.
შესაბამისად, პოზიციას ნახ-ნახევარი ვაკეთოთ, მიშას რომ კლავენ ეს არ შევიმჩნიოთ, სწორი არ მგონია.
თუ გამოვდივართ და ამ გზას ვირჩევთ, უნდა გამოვიდეთ ყველა რგოლიდან და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს პარტიის ყველასთან შეთანხმებული პოზიცია.
ჩვენ ყველგან მარტო უნდა დავტოვოთ რუსული ოცნება”, – წერს წითლიძე.
თაგები:
ანი წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს