
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ დაწერა ის, რაც დაწერა. შესაბამისად, ვის გულისხმობდა, ძნელი მისახვედრი არ არის. უფრო მეტის თქმა თუ მას დასჭირდება, თვითონ იტყვის აუცილებლად. მგონი, ყველა გასაგებად მიხვდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
“მე შემიძლია გითხრათ უფრო მეტი. აქ ვიღაცებს, როდესაც პარტიიდან მიდიოდნენ, წარმოდგენა ჰქონდათ იმისი, რომ ზუგდიდი ან სამეგრელო შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმეს განსაკუთრებული მხარდამჭერი. დღევანდელმა პროცესებმა ანახა კიდევ ერთხელ ძალიან კარგად, რომ ზუგდიდისთვის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არის უმთავრესი. ზუგდიდი და სამეგრელო ყოველთვის განსაკუთრებულად უჭერდა მიხეილ სააკაშვილს მხარს.
ჩვენ გვინახავს “ნაციონალური მოძრაობის” კლონები. ჩვენ გვინახავს “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული და უკან მობრუნებულებიც. გვინახავს მათი შედეგებიც, თუმცა ეს არ არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენ არავისთან არ ვფიქრობთ, რომ კონფრონტაციაში უნდა შევიდეთ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა, შექმნილიყო “ნაციონალური მოძრაობის” კლონები, რაც წარუმატებლად დასრულდა.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს