ანა წითლიძე - 13 წლის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში


ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისარ მარტა კოსის ვიზიტისას კავკასიაში საქართველო იგნორირებულია, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, რასაც ადასტურებს ჩეხეთის მიერ დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაც და უახლოეს პერიოდში სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ველით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
"პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს კავკასიაში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილო, მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაგრამ არ ექნება საქართველოში. ის ფაქტი, რომ უკვე მერამდენე მაღალი თანამდებობის პირია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან ევროპელები იქნებიან თუ ამერიკელები, ჩამოდიან კავკასიაში, აქვთ შეხვედრები აზერბაიჯანში და სომხეთში, მაგრამ საქართველოს არ იმჩნევენ საერთოდ, რაც მიუთითებს იმას, რა საგარეო პოლიტიკასაც აწარმოებს რუსული ოცნება ამ 13 წლის განმავლობაში. 13 წლის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში და იყოს იზოლირებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც არიან მთავარი გარანტი ამ ქვეყნის თავისუფლებისა.
ასევე, ის ფაქტი, რომ ჩეხეთმა დიპლომატიური პასპორტები გააუქმა საქართველოში, ესეც ნათელი დადასტურებაა რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციის, რომელშიც რეჟიმი არის. დღეს საქართველოს მართავს ე.წ. ხელისუფლება, რომელსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ეს პროცესები საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ უფრო გამკაცრდება რეჟიმზე, ჩვენ ველით, რომ სანქციების პაკეტები გავრცელდება ოჯახის წევრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეჟიმს, იქნება კიდევ უფრო ფართო”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს