
ავტორი
Front News საქართველო
ამ ორ სპეცრაზმელზე უფრო მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, ვინც ეს ბრძანება გასცეს და ვინც მონაწილეობდნენ ლევან ხაბეიშვილის სასტიკ ცემაში. ეს არის ხარება, გოგა მემანიშვილი, ვინც ამ ყველაფერს ვიდეოთი იღებდა და მონაწილეობდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საქმე ტოვებს იმის განცდას, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა, ამ ორ სპეცრაზმელს შეაწმინდოს ხელი.
"ამ ორ სპეცრაზმელზე უფრო მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, ვინც ეს ბრძანება გასცეს და ვინც მონაწილეობდნენ ლევან ხაბეიშვილის სასტიკ ცემაში. ეს არის ხარება, გოგა მემანიშვილი, ვინც ამ ყველაფერს ვიდეოთი იღებდა და მონაწილეობდა.
ისევ ხაბეიშვილის ჩვენებას და განცხადებას რომ დავეყრდნოთ, ორი სპეცრაზმელი კი არა, ათეულობით სპეცრაზმელი იყო, ვინც მას ფიზიკურად უსწორდებოდა. ვინ არიან ეს დანარჩენები?
ეს საქმე ტოვებს იმის განცდას, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა, ამ ორ სპეცრაზმელს შეაწმინდოს ხელი და თქვას, რომ ეს იყო მხოლოდ ამ ორი სპეცრაზმელის გადაცდომა. ეს არ იყო გადაცდომა, ეს იყო მიზანმიმართული, დაორგანიზებული ქმედება, რომელსაც ჰყავდა ორგანიზატორები და შემსრულებლები", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს