ანა წითლიძე - არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში 4 ოქტომბერს არ არსებობს და ყველა უნდა მიხვიდეთ რუსთაველზე

ავტორი
Front News საქართველო
მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებს მივმართო, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში 4 ოქტომბერს არ არსებობს და ყველა უნდა მიხვიდეთ რუსთაველზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნები არის რუსული სპეცოპერაცია.
"მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებს მივმართო, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში 4 ოქტომბერს არ არსებობს. ამ ქვეყანაში არსებობს რუსული სპეცოპერაცია და ყველა, ვინც მოგიწოდებთ, რომ უნდა მიხვიდეთ ე.წ. საარჩევნო უბნებთან, რეალურად კი რუსულ სპეცოპერაციაში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოწმინდოთ პირი, შეჰყავხართ შეცდომაში. არანაირი ცვლილებები არანაირი ე.წ. არჩევნებით ამ ქვეყანაში არაა, სანამ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალაუფლება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს არაერთხელ და განსაკუთრებით ბოლო არჩევნებზე, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს და არსებობს მხოლოდ დაშინება, ზეწოლა, შანტაჟი და შემდეგ ცესკო, რომელიც მიმაგრებულია სუსს და "ქართულ ოცნებას", რომელიც წერს იმას, რასაც ივანიშვილი ეტყვის, იციან, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ცვლილება ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც დაგეგმილია 4 ოქტომბერს. ამიტომ, არავინ არ უნდა მივიდეს ე.წ. არჩევნებზე და ყველა უნდა მიხვიდეთ რუსთაველზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


