Logo

ანა წითლიძე - ჩამონათვალი არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების, ვისი საქმეებიც გადაეცემა პროკურატურას, დაახლოებით, 11 ადამიანზეა საუბარი

პოლიტიკა
130
Frontnews image description

ჩვენ ვიცით, რომ ჩამონათვალი არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ვისი საქმეებიც გადაეცემა პროკურატურას. დაახლოებით, 11 ადამიანზეა საუბარი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ასამართლებენ პუჩისტები და სამშობლოს მოღალატეები.

"მიხეილ სააკაშვილს ვერ ჰპატიობენ იმას, რომ 2008 წელს წინააღმდეგობა გაუწია და თავი არ დაუხარა რუსეთს, ამ ქვეყნიდან არ წავიდა, ბოლომდე დარჩა და ეს ქვეყანა დაიცვა, მაგრამ "სამშობლო ღალატის" მუხლით გაგვასამართლებენ ჩვენ - "ნაცებსაც" და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც.

ჩვენ ვიცით, რომ ჩამონათვალი არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ვისი საქმეებიც გადაეცემა პროკურატურას. ვისაც ჩათვლის ბიძინა ივანიშვილი, რომ მისთვის არის პრობლემა, ყველა გადაეცემა პროკურატურას, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას". დაახლოებით, 11 ადამიანზეა საუბარი. 

მინდა საზოგადოებას ერთი რამ გავახსენო - ეს ნაძირალა "ქოცები" რომ ამბობდნენ - აგვისტოს ომის დროს თანამდებობის პირები გაიქცნენო, ერთი დოკუმენტი მაინც დადეს ამ ნაძირალა, მატყუარა თაღლითებმა, რომ ვინმე გაიქცა მაშინ?! საზღვრის კვეთის დოკუმენტი ხომ არ გინახავთ, სადაც ჩანს, რომ თანამდებობის პირი გაიქცა? ეს დოკუმენტი რომ ჰქონოდათ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ფრიალი დაიწყებოდა. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი პუტინმა იმისთვის გამოუშვა საქართველოში და სამი მილიარდი იმიტომ მისცა, რომ  შემდეგ ის ბრძანება, რაც პუტინს ჰქონდა, შეესრულებინა და 13 წლის თავზე ასრულებს კიდეც. 

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თეა წულუკიანი გაგვაუქმებს თუ არა, "ნაციონალური მოძრაობის" იდეა ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტები. სულ რომ სახელობით აგვიკრძალონ პოლიტიკაში მონაწილეობა, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" გააგრძელებს ბრძოლას, ისევე როგორც 2012 წლის პირველივე დღიდან. სულ რომ იატაკქვეშეთში მოგვიწიოს გადასვლა, ამ რეჟიმის დასამხობად ყველაფერს გავაკეთებთ. მშვიდობიანი დამხობის გამოცდილება 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დროს იყო. ასევე, საინტერესოა, ვინ ასამართლებს "ნაციონალურ მოძრაობას" – პუჩისტი ქადაგიშვილი, პუჩისტი შარმანაშვილი,  უნდა წაიკითხოთ, დაზარალებულთა სიაში ჰყავთ ყაჩაღი აფრასიძეები, კოლექტიური კურტანიძეები, ემზარ კვიციანი, რომელიც სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი და რუსეთში გაიქცა და კოლექტიური სოფო ბედიას ქმრები - ესენი გვასამართლებენ ჩვენ",  - განაცხადა ანა წითლიძემ.

Advertisement