ანა წითლიძე - ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე თუ დამიბარებენ, ეს შემიძლია ჩავთვალო მხოლოდ პატივად


ავტორი
Front News საქართველო
“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე თუ დამიბარებენ ეს შემიძლია ჩავთვალო მხოლოდ პატივად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ღალატის კომისიაზე მისვლას”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ საგამოძიებო კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"არ არსებობს არანაირი საგამოძიებო კომისია, არსებობს ღალატის კომისია და რუსების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს თეა წულუკიანი, რომლის მამა თავის დროზე იყო ჯალათი და არაერთი ადამიანი ჰყავს სასიკვდილოდ გამეტებული და ქალბატონი წულუკიანიც ამას ძალიან ღირსეულად ასრულებს. ვიმეორებ, რომ არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი და ეს არის ერთპარტიული შეკრების ადგილი რეჟიმის, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას, ამიტომაც ამ გადმოსახედიდან ყველაფერი გამართლებულია, რაც რეჟიმთან არ თანამშრომლობას უწყობს ხელს. ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე თუ დამიბარებენ ეს შემიძლია ჩავთვალო მხოლოდ პატივად. რუსებისთვის როდესაც პრობლემას წარმოადგენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სწორ გზაზე დგახარ. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ღალატის კომისიაზე მისვლას”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს