Logo

ანა წითლიძე - ჩვენ რომ რუს ქოცებს ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა ქოცებთან

პოლიტიკა
394
Frontnews image description

ჩვენ რომ რუს ქოცებს ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა ქოცებთან. თუ რამეს გაბრალებთ გამოდი და უარყავი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"გაინტერესებთ, რამდენს იხდიან მიშას პლაკატის დახევაში და ნაცების დემონიზების მცდელობაში? 

მოკლედ, აქ ასეთი ამბავია, მინდა ყველამ ნახოთ. 

მერე შეხვიდეთ ტენდერების გვერდზე და გადაამოწმოთ საკუთარი თვალებით.  

ეს ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, ასეთი არის მრავალი შპს გურიამშენთან. 

ამ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ვახუშტი მენაბდის ძმა და აჩიკო თალაკვაძის ძმა:) 

2024 წლის 8 ივლისია ხელშეკრულების დადების თარიღი. 

თუ გვერდზე შეხვალთ და დაათვალიერებთ იპოვით აგვისტოში დადებულ ხელშეკრულებებსაც. 

მოგებული ტენდერის გაფორმების ხელშეკრულებაა. 

ანუ ჩვენ რომ რუს ქოცებს ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი, სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა ქოცებთან. 

მენაბდეების ანგარიშზე მილიონობით მოგებული ტენდერი და მენაბდის მარანი. 

რა ნაცების რეჟიმი)) თურმე სად ხარ შვილო)) თუ რამეს გაბრალებთ გამოდი და უარყავი. იხილეთ ტენდერების გვერდი",  - წერს ანა წითლიძე.

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

Advertisement