ანა წითლიძე - ეს არის ვიწროპარტიული აზროვნება, რომელიც ამ საერთო ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ, ყველას დააზარალებს


ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ექნებათ, ეს არის ვიწროპარტიული აზროვნება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არგუმენტი არ ყოფილა, თუ რატომ უნდა მონაწილეობდეს არჩევნებში ოპოზიციური პარტია.
"თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ექნებათ, ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ეს არის ვიწროპარტიული აზროვნება, რომელიც ამ საერთო ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ, ყველას დააზარალებს, პირველ რიგში კი, იმ პარტიას, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
რაღაც წარმოდგენები აქვთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" არჩევნებში რომ არ ვმონაწილეობთ, რაღაც შანსები, მათ შორის ვიწროპარტიული აქვთ, თორემ მე სხვა ახსნა არ მაქვს. არც პირად საუბრებში, არც საერთო ოპოზიციურ ფორმატში არგუმენტი არ ყოფილა, თუ რატომ უნდა მონაწილეობდეს არჩევნებში", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა