
ავტორი
Front News საქართველო
“ეს რეჟიმი დგას შუშის ფეხებზე და მხოლოდ მცირე წინააღმდეგობაა საჭირო, ამიტომ 4 ოქტომბერს ხალხის ერთიანობა და მტკიცე მშვიდობიანი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი, ამიტომ ეშინია “ოცნებას” და სწორად ეშინიათ 4 ოქტომბრის”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
“2003 წლის ვარდების რევოლუცია იყო მშვიდობიანი, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი მრავალათასიანი საპროტესტო აქციით, შორს რომ არ წავიდეთ, უახლოესი ჩვენი ისტორია შეგვიძლია გავიხსენოთ, ამიტომ ზუსტად ასეა, რეჟიმი 4 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობიანად უნდა დავამხოთ, ეს არის ყოველ ჩვენგანზე დამოკიდებული, ჩვენ ვართ ამ მოტივაციით, ჩვენ ვამბობთ, რომ 4 ოქტომბერი არის შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ უამრავი და ვიბრძოლოთ, უბრალოდ კი არ ვისეირნოთ, არამედ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ და ეს რეჟიმი არის შუშის ფეხებზე, რომელსაც სჭირდება ოდნავი წინააღმდეგობა და მედგრად ბრძოლა. ჩვენ ძალიან მოტივირებული ვართ, იგივეა “ოცნების” პანიკა 4 ოქტომბერზე, მათ სწორად ეშინიათ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს