ანა წითლიძე - ევროკავშირის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი


ავტორი
Front News საქართველო
“ევროკავშირის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც პირველივე დღიდან ვამბობდით — ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი. ქვეყანაში არ ჩატარებულა არჩევნები - ეს იყო რუსული სპეცოპერაცია”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა.
"ევროკავშირის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით პირველი დღიდან, რომ ერთადერთი და სწორი გამოსავალი იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი, არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა, რომ იყო გაყალბებული და რომ 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ რუსული სპეცოპერაცია არჩევნების სახით, რომელსაც არ აკვირდებოდა არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს გამოხმაურება არის აბსოლუტურად ლოგიკური, 4 ოქტომბრამდე მათ არაერთი განცხადება გაუკეთებიათ, რომ დიქტატორულ პირობებში არ არსებობ არანაირი არჩევნები და ახლაც ეს არჩევნები ყველანაირი დემოკრატიული ნორმის გარეშე ჩატარდა და ეს უნდა იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლებმაც მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ შეცდომას უშვებდნენ ამ არჩევნებში შესვლით, რეალურად ამ გაკვეთილისგან ისწავლონ, რომ ის შედეგები, რაც დაუწერა “ოცნებამ” ბევრ რამეზე მეტყველებს ამ პროცესში. რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს