ანა წითლიძე - იმაზე, რომ უკიდურესად ნაძირალები და მკვლელები არიან, მეტყველებს ის, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ეს ყველაფერი ჩაფარცხონ

ავტორი
Front News საქართველო
გამოდის ეს მართლა თავფუჩეჩა კობახიძე და ბედავს, ილაპარაკოს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, აბსურდზე და ტყუილზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებაში" მკვლელები არიან.
"გამოდის ეს მართლა თავფუჩეჩა კობახიძე და ბედავს, ილაპარაკოს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, აბსურდზე და ტყუილზე. ეს მიანიშნებს იმას, რომ პანიკაში არიან. ასეთი დეზორიენტაცია და დაბნეულობა მახსოვს "რუსული კანონი" უკან რომ გაიწვიეს.
იმაზე, რომ უკიდურესად ნაძირალები და მკვლელები არიან, მეტყველებს ის, რომ კიდევ ასე უტიფრად გამოდიან, კიდევ თითს იშვერენ, პროპაგანდის მანქანა აამუშავეს ჩახუნაშვილის წინააღმდეგ და მაქსიმალურად ცდილობენ, ეს ყველაფერი ჩაფარცხონ. მათ ჰგონიათ, საქართველოს მოქალაქეები არიან იმდენად სულელები და იდიოტები, რომ იმას დაიჯერებენ, რომ 2009 წელს ვანო მერაბიშვილმა რაღაც იყიდა, მერე ამათ 16 წელი შეინახეს და დაწამლეს საქართველოს მოქალაქეები", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


