Logo

ანა წითლიძე - მენაბდეს მამისა და ძმის ბიზნესებზე გუშინ გაუგია, დედაზე რა ხდება? სოციალურ ქსელში ბევრი ფოტო აქვს ქოცებთან, მაგრამ არცერთი პოსტი სინდისის პატიმრებზე

პოლიტიკა
192
Frontnews image description

“მენაბდეს მამისა და ძმის ბიზნესებზე გუშინ დილით გაუგია. დედაზე რა ხდება? მარინე თოფურია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელია ევროკავშირის დაფინანსებით და ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით "ოცნებისგან". სოციალურ ქსელში ბევრი ფოტო აქვს ქოცებთან, მაგრამ არცერთი პოსტი სინდისის პატიმრებზე, მაგალითად მზია ამაღლობელზე”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მოდი ასე დავიწყოთ, მამის და ძმის ბიზნესებზე მენაბდეს გუშინ დილით გაუგია.

ნეტავ დედაზე რა ხდება?

ეს 2023 წელია.

ვახუშტი მენაბდის დედა ქართულ ოცნებასთან ერთად იმყოფება ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით.

მარინე თოფურია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელია ევროკავშირის დაფინანსებით და ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით ოცნებისგან.

მეორე სქრინი უკვე 2024 წლისაა ანუ რუსული კანონის შემდეგ, სადაც საუბარია ოზურგეთის მერიასთან ერთობლივი პროექტის დაფინანსებაზე რის გამოც ქალბატონ მარინას სახელმწიფო დაფინანსება აქვს.

ქალბატონ მარინას ფბ-ზე ბევრი ფოტო აქვს ქოცებთან, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ვერც ერთი მხარდაჭერის პოსტი სინდისის პატიმრებზე, მაგალითად მზია ამაღლობელზე.

Vakhushti Menabde - იქნებ შენ დამეხმარო?”- წერს ანა წითლიძე.

Advertisement