ანა წითლიძე - მშვიდად და ნარნარად დაემხობა ეს რეჟიმი, ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, ეს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციაა


ავტორი
Front News საქართველო
მშვიდად და ნარნარად დაემხობა ეს რეჟიმი, "ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია, ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია, – ამის შესახებ პარტია "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციაა.
"ქართულმა ოცნებამ“, ლევან ხაბეიშვილის დაჭერით, თავად აღიარა ლევან ხაბეიშვილი რევოლუციის ლიდერად. ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ რეალობა არის სხვა. რეალობა არის ის, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორები არიან პაატა ბურჭულაძე და „რუსთაველის გამზირი“. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება 4 ოქტომბერს ამ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას. მე ჩართული ვარ და ჩავერთვები ნებისმიერ ინიციატივაში, რომელიც რუსული რეჟიმის დამხობაში მიიღებს მონაწილეობას. მე გეგმას ნამდვილად ვერ გეტყვით. გეტყვით, რომ 4 ოქტომბერი არის 70 პროცენტით შემდგარი ფაქტი. ის 30 პროცენტი, რაც საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას გულისხმობს რეჟიმის დასამხობად 4 ოქტომბერს, აი, მშვიდად და ნარნარად რომ დაემხობა ეს რეჟიმი, ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს. როგორც „ვარდების რევოლუცია“, ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დაშავებულა, მშვიდად და წყნარად. "ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია. ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია“, – განაცხადა წითლიძემ.
ამასთან, როგორც წითლიძემ აღნიშნა, სპეცრაზმი ის სპეცრაზმი აღარ არის, რომელიც არბევდა მოქალაქეებს.
„იმიტომ, რომ ხარება აღარ არის და ხარებასთან ერთად, ის სპეცრაზმიც აღარ არის. შესაბამისად, ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ბრძანების გამცემი ჰყავდეთ შსს-ში. ამ სპეცრაზმის რაოდენობაც არ არის ამოწურვადი, ოთხი-ათამდე ადამიანზეა რეალურად საუბარი. მათ უნდა იცოდნენ, რომ, ბიჭებო, როგორი ბრძანებაც არ უნდა მიიღოთ და როგორი ბრძანებაც არ უნდა მოგცეთ თქვენ რუსულმა რეჟიმმა, იცოდეთ, რომ, ყველა სხვა აქციებისგან განსხვავებით, სადაც თქვენ უმოწყალოდ არბევდით საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, დაიცვან საკუთარი თავი“, – განაცხადა წითლიძემ.
შეკითხვაზე, როგორია მათი მოლოდინი 4 ოქტომბერს და რამდენად მასშტაბურ შეკრებას ელოდებიან, რადგან, როგორც პაატა ბურჭულაძემ თქვა, ის ელოდება 200-300 ათას ადამიანს, წითლიძემ აღნიშნა, რომ მისი მოლოდინიც მსგავსია.
"ჩემი მოლოდინიც არის მსგავსი. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არანაირი 4 ოქტომბრის არჩევნები არ არსებობს. ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს, ეს არის ფარსი და არის რუსული სპეცოპერაცია. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, ეს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციაა. ნურავინ ნუ მივა საარჩევნო უბანთან, ნუ მივლენ და ნუ შეეცდებიან, „გააპრავონ“ რუსული სპეცოპერაცია. რუსთაველზე 16:00 საათზე არის რეალური ცვლილების შანსი. საქართველოს 200 ათასი მოქალაქე რომ იდგა და იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, იმაზე ნაკლები ადამიანი არ უნდა იყოს 4 ოქტომბერს, რათა იმავე დღეს შევძლოთ ამ რეჟიმის დასრულება. დარწმუნებული ვარ, იქნება ეს რაოდენობა. ხელისუფლებას გადაიბარებენ საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანი რევოლუციით. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებით გადაწყვეტენ, ვის უნდათ, რომ ეს ხელისუფლება ჩააბარონ“, – განაცხადა ანი წითლიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს