Logo

ანა წითლიძე - “ნაციონალურ მოძრაობას” ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე 

პოლიტიკა
477
Frontnews image description

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ე.წ. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია, “ნაციონალურ მოძრაობას” ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე თავისუფლებისთვის და ევროინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

“ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ე.წ. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია. “ნაციონალური მოძრაობას” 13 წელია, ემუქრება ივანიშვილი და “ოცნება” განადგურებით და ეს გასაგებიც არის, “ნაციონალური მოძრაობასთან” ბრძოლით ივანიშვილი ცდილობს მოკლას ევროინტეგრაცია ქვეყანაში და თავისუფლების იდეა, მაგრამ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობებისა, “ნაციონალური მოძრაობა” იბრძვის და დგას მყარად, არის ერთ-ერთი უმთავრესი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც 13 წლის განმავლობაში არ დანებდა და “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ის, ვინც რეჟიმის ჩამოცილებაში მიიღებს უდიდეს წვლილს, ამიტომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ე.წ.-მა საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

“ნაციონალური მოძრაობის” თითოეულ ლიდერს გაცნობიერებული აქვს რა ბრძოლაში ვართ და მიუხედავად გადაწყვეტილებებისა, ჩვენ ვიქნებით ბრძოლის წინა ხაზზე და ვიბრძოლებთ ბოლომდე რეჟიმის წინააღმდეგ”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

 

Advertisement