
ავტორი
Front News საქართველო
რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ასე, იმიტომ რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის გადარჩენის გზა თამაშის წესების ცვლილებაშია.
"რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ასე, იმიტომ რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები. როცა ყველას ეცოდინება, რომ გადაწყვეტილებებს არ იღებენ ჩაკეტილ წრეში, ნაკლები იქნება რისკი სკანდალების. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის გზას მე ვუყურებ არა სახელებისა და გვარების ცვლილებაში, არამედ თამაშის წესების ცვლილებაში.
იცვლება სამყარო, მოქალაქის მოლოდინები და პოლიტიკა, შესაბამისად, ამ ოლიგარქიული სისტემის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები იყვნენ უფრო მოქნილები.
რაც შეეხება ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მიზანი ყველასი არის ბიძინას დამარცხება, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლას ყველა უნდა შეეშვას და ვკონცენტრირდეთ საერთო მიზანზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს