Logo

ანა წითლიძე - ოქტომბერში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, არა არჩევნები და ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი

პოლიტიკა
319
Frontnews image description

ეუთო/ოდირის მოწვევა „ოცნების“ მხრიდან არის ტყუილი და მანიპულაცია – ოქტომბერში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, არა არჩევნები და ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

"ოცნების” მხრიდან მაშინ, როდესაც სულ რაღაც ერთ თვეზე ნაკლებია რუსულ სპეცოპერაციამდე დარჩენილი ეუთო/ოდირის მოწვევა არის კიდევ ერთი ტყუილი და კიდევ ერთი მანიპულაცია. ჩვენ გვახსოვს მანამდე “ოცნების” განცხადებები ეუთო/ოდირთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ვნახეთ უკვე, რომ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა ამოწურულია იმისი, რომ ეუთო/ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე მაშინ “ოცნებამ” გადაწყვიტა ფორმალურად, რომ მიმართოს ეუთო/ოდირს რაც მათი მხრიდან ისინი ცდილობენ შექმნან რაღაც ფარსი თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მაგრამ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და რაც ოქტომბერში ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ეუთო/ოდირის მხრიდან რომ ის პასუხი იქნებოდა რაც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ეს არის აბსოლუტურად ცხადი, რადგან მათი პრაქტიკიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც ძირითადი წინასაარჩევნო კამპანია გავლილია და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც ეუთო/ოდირი მათ შორის გრძელვადიან დაკვირვებას აწარმოებს ხოლმე საარჩევნო კამპანიაზე, ემზადება ტექნიკურად და ა.შ. ამ მოცემულობაში, რა მოცემულობაც ახლა არის, ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი “ოცნების” ამ მანიპულაციაზე”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს.

Advertisement