ანა წითლიძე - ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს სათქმელი მკაფიოდ უნდა ეთქვა მოქალაქეებისთვის, რომ ე.წ არჩევნებში მონაწილეობა არის დაუშვებელი


ავტორი
Front News საქართველო
"რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს სათქმელი მკაფიოდ უნდა ეთქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ე.წ არჩევნებში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
"რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ მკაფიობა და სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, არ არსებობს არანაირი ორი გზა და ეს ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის, არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა, ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს უნდა ეთქვა სათქმელი მკაფიოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ეთქვა, რომ ე.წ არჩევნებში რეალურად სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს და რომ ერთ-ერთი მთავარი გზა, რომ საპროტესტო მუხტი გაიზარდოს და ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგეს, არის აქტიური ბოიკოტის კამპანია, ეს არის ის, რასაც მე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, ელოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს