ანა წითლიძე - "რუსულ კანონამდე" ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის დაუჯერებელი იყო, რომ ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ ასეთი რუსული ხელისუფლება

ავტორი
Front News საქართველო
"რუსულ კანონამდე" ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის დაუჯერებელი იყო, რომ ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ ასეთი რუსული ხელისუფლება, როგორზეც დღეს მყარად აქვთ ჩამოყალიბებული აზრი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წლამდე საერთაშორისო პარტნიორები "ქართული ოცნების" მიმართ ნდობით იყვნენ აღჭურვილი.
"ერთია "ნაციონალური მოძრაობის" როლი საგარეო ფაქტორებისას, კი, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი პარტია და დიდი ისტორიის მქონე პარტია არის და ჩვენ ჩვენი კონტაქტები გვაქვს მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კონკრეტულ პარტიას არ უჭერენ მხარს. რას ეტყვის "ნაციონალური მოძრაობა" თუ ნებისმიერი სხვა პარტია, ასე არ იღებენ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც არ იღებდნენ 2012 წელს, როდესაც "ქართულ ოცნებას" ღიად უჭერდნენ მხარს და ეუბნებოდნენ მათ შორი მიხეილ სააკაშვილს, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში უნდა დაეთმო ხელისუფლება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ამერიკელების და ევროპელების ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა 2012 წელს "ქართულ ოცნებას". უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ - 2020 წლამდე, საერთოდ "რუსულ კანონამდე" ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის დაუჯერებელი იყო, რომ ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ ასეთი რუსული ხელისუფლება, როგორზეც დღეს მყარად აქვთ ჩამოყალიბებული აზრი", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე




