ანა წითლიძე - საქართველოს, იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, უსაფრთხო ქვეყანა, სჭირდება ძლიერი სტრატეგიული მოკავშირეები

ავტორი
Front News საქართველო
ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ შვეიცარია უნდა ვიყოთ და ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს საქართველომ, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ისინი ემსახურებიან რუსულ ინტერესს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ირანში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს, იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი და უსაფრთხო, სჭირდება სტრატეგიული პარტნიორი.
"ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ შვეიცარია უნდა ვიყოთ და ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს საქართველომ, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ისინი ემსახურებიან რუსულ ინტერესს.
იმ მოვლენებმა, რაც ახლა ირანში ხდება, კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად ანახა, რომ საქართველოს, იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, იმისთვის, რომ იყოს უსაფრთხო ქვეყანა და ჰქონდეს ნამდვილი მშვიდობა, მას სჭირდება ძლიერი სტრატეგიული მოკავშირეები და "ქართულმა ოცნებამ" საქართველო დატოვა ძლიერი სტრატეგიული მოკავშირეების გარეშე", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე




