
ავტორი
Front News საქართველო
სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას "ფეისბუკით" იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.
მისივე თქმით, არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება, სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზემოთ მიიღება.
"არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში. ეს არ ეხება ნანუკას მოსვლას ან თინას "წასვლას".
ეს „ენმ-ს" ზოგადი სიმპტომია: სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუკით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო.
წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და რისი წინააღმდეგიც ვიყავი, ან რაზეც არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეს. არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება - სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზემოთ მიიღება.
ამის შანსი „ენმ-ს“ ახლა აქვს და იმედია, გამოიყენებს. საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა, გამჭვირვალობა, ამომრჩევლისა და პარტიის წევრების რეალური მონაწილეობა პარტიის საქმიანობაში და კულუარული გადაწყვეტილებების დასრულება. თუ ამას გავაკეთებთ, წინ წავალთ, თუ არა ისევ იმავე წრეზე ვივლით", - წერს ანა წითლიძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონული ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო. ენმ-ს რეიტინგი ადგილს ტკეპნის, პრაქტიკულად, გაწყდა ბმა ჩემს და ენმ-ს საზოგადოებრივ აღქმას შორის. უკვე მრავალი თვეა, არ გამართულა ენმ-ს პოლიტსაბჭო. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს და ლიდერშიფის ბირთვის 90%-ს შორის საერთოდ არ იყო კომუნიკაცია".
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს