ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი აშენდა


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში განახლებულ სასწავლო პროცესს ანაკლიელი ბავშვები ახალ შენობაში ხვდებიან. სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა.
ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, აღიჭურვა ავეჯითა და ტექნიკით.
ახალ საბავშვო ბაღში განახლებულ სასწავლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
,,ისევე როგორც მთელ საქართველოში ჩვენს რეგიონშიც სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებმა დღეიდან სასწავლო პროცესი განაახლეს. ამ დღეს ახალ თანამედროვე საბავშვო ბაღში ხვდებიან ანაკლიელი ბავშვები. ჩვენ აქ გავხსენით 110 ბავშვზე გათვლილი ბაღი. რომელიც აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს, ასევე აქვს მოწესრიგებული ეზო და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღება ამბულატორიის შენობაში უწევდათ" – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მისივე განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართება.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1.9 მილიონი ლარია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს