Logo

ანალენა ბერბოკი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება ზამთარშიც, თუნდაც ეს რთული იყოს პოლიტიკოსებისთვის

მსოფლიო
1208
Frontnews image description

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია არ მოხსნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაშინაც კი, თუ გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ.

 

“შემიძლია დავპირდე უკრაინელ ხალხს: ჩვენ მხარს დაგიჭერთ მანამ, სანამ საჭირო იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები.

 

ზამთარი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს, გამოწვევები გვექნება. ხალხი ქუჩაში გამოვა და იტყვის: ელექტროენერგიის საფასურს ვერ ვიხდით. მე კი ვიტყვი: დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალური ზომებით. თუმცა, მე არ მინდა ვთქვა: კეთილი, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რაც ნიშნავს, რომ სანქციები ძალაში დარჩება ზამთარში, თუნდაც ეს რთული იყოს პოლიტიკოსებისთვის.

 

ეს ამ ომის კიდევ ერთი ნაწილია – ჰიბრიდული ომი. მისი სტრატეგია არის ჩვენი დემოკრატიების დაყოფა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ისევე როგორც მხარს ვუჭერთ ყველა უკრაინელს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

Advertisement