Logo

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს 20, 17 და 4 წლით პატიმრობა მიესაჯათ

სამართალი
1285
Frontnews image description

ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

 

მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

 

დამნაშავედ ცნეს საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი – ბიძინა ხასია და ლევან რაჯავა.

 

ბიძინა ხასიას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა, ლევან რაჯავას – 4 წლით.

 

27 წლის ანასტასია შატალოვა გასული წლის 18 ოქტომბერს მოკლეს. 

 

სიკვდილამდე დაახლოებით 1 წლით ადრე შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. ზურაბ ბერიძე მომხდართან კავშირს უარყოს და აცხადებს, რომ მასთან ბოლო პერიოდში ურთიერთობა არ ჰქონია.

Advertisement