Logo

ანდრეი ერმაკი – რუსული გემებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტები დაიკეტა

მსოფლიო
1429
Frontnews image description

ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტებს რუსული გემებისთვის წვდომა დახურული აქვს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

 

“ევროკავშირის დირექტივა რუსებისთვის აკრძალვის შესახებ ძალაში შევიდა. ის ვრცელდება რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ყველა გემზე, ასევე მათზე, რომლებმაც შეცვალეს რუსეთის ფედერაციის რეგისტრაცია 24 თებერვლის შემდეგ”, – განაცხადა ერმაკმა.

 

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული გამონაკლისები – შეზღუდვა არ გავრცელდება იმ გემებზე, რომლებმაც SOS სიგნალი გაგზავნეს (Mayday). მათზე გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღება.

თაგები:

Advertisement