ანდრეი ილარიონოვი – დღევანდელ რუსეთში პუტინის თავიდან მოშორების იმედი და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს

ავტორი
Front News საქართველო
ეს ომი იქნება გრძელვადიანი, პუტინის თავიდან მოშორების იმედი და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ომის გაგრძელების საშუალებას პუტინს შეერთებული შტატების პრეზიდენტი აძლევს.
“წინასწარი პროგნოზი ამ ომის იყო 3 წელი, შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი საშუალებას აძლევს პუტინს, გააგრძელოს ეს ომი, სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი იქნება ეს ადამიანი, ომი გაგრძელდება, მგონია, რომ ეს ომი იქნება ყველანაირი სახსრების და მარაგების ამოწურვის, ეს ომი ძალიან გრძელვადიანია, რაც შეეხება სტილს, ეს იქნება ისეთივე ტიპის ომი, როგორიც ქონდა რუსებს, იგივე მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩეჩნეთის ომში, იგივე მეთოდს იყენებენ მარიუპოლის მიმართ, მარტო ეს იციან მხოლოდ რუსებმა და ზუსტად ამას გააგრძელებენ“, – განაცხადა ილარიონოვმა.
რაც შეეხება პუტინის თავიდან მოშორების შესაძლო გეგმას, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ დღევანდელ რუსეთში ასეთი გეგმის არსებობა შეუძლებელია.
“ამის არანაირი მონაცემები არ არსებობს, რომ გაჩნდეს ეს გეგმები, ეს იქნება ყველაზე დაცული ინფორმაცია… პუტინს ისეთი ხალხი ყავს გარემოცვაში, არა მგონია, ეს ვინმეს აზრად მოუვიდეს, ასეთ შეთქმულების შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემა ექნება ასეთი შეთქმულების ავტორებს. დღევანდელ რუსეთში ეს შეუძლებელია, ამის იმედი და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“- განაცხადა ილარიონოვმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი




